"რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gbf.ge

5  ოქტომბერს, ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ტენერიფეში 71:76 დამარცხდა "რეალთან".

"იბეროსტარი" ტოლ-სწორად ეთამაშა მრისხანე მეტოქეს, რომელმაც მეოთხე მეოთხედი უკეთ ჩაატარა და გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი შესანიშნავად გაისარჯა: 29:56 წუთში 20 ქულა (12-დან 9 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ის ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო და მარგი ქმედების 26-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გიორგის თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი - მის შემდეგ 8-8 ქულით ყველაზე შედეგიანები სანტიაგო იუსტა და
კაილ სინგლერი იყვნენ. მადრიდელთაგან 19 ქულით სერხიო ლული გამოირჩა.

ტენერიფულ გუნდს 1 მოგება აქვს და 12 ოქტომბერს "მომბუსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული