Marca: თორნიკე შენგელიას სპექტაკლი - ის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მან "მონბუსთან" მოგებულ მატჩში (92:79) 33:46 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

ამას გარდა, თორნიკემ საკუთარი საჯარიმოდან ჩააგდო ბურთი.

თორნიკე ლიგა ენდესას MVP მიმდინარე სეზონში პირველად გახდა, კარიერაში - მეხუთედ, ხოლო ევროლიგაზე ამ სეზონში საუკეთესოდ ორჯერ აღიარეს.

"მარკამ" წერილი მიუძღვნა ჩვენებურს და აღნიშნა, რომ სპექტაკლი დადგა.

ტურის გამორჩეულ კალათბურთელთა შორის "იბეროსტარის" ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელეს, რომელმაც "ბურგოსთან" შეხვედრაში (85:82)  27:57 წუთში 22 ქულა (14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29 იყო. გიორგის მოხსნებში ტურში ბადალი არ ჰყავდა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
29 ქულა მშვენიერი შედეგია, მარა 2 ქულიანების(14-6) 42% მაჩვენებელი დაბალია და თუ თოკო უფრო მეტი სიზუსტით ისვრის, მას ბადალი არ ეყოლება
G.LA
11:12 12-11-2019
0
ადრე ვწერდი და ალბათ ყველას ხუმრობა გეგონათ. კალათბურთი უფრო დინამიურობი და კიდევ უფრო საინტერესო რომ გახდეს საჭიროა დამატებითი ქულების მოპოვების ზონები შეიქმნას კერძოდ, სამქულიანის ზონას უნდა დაემატოს ფარიდან 8,5 მეტრით დაშორებული კიდევ 1 რკალი საიდანაც ჩაგდებული ბურთი შეფასდება 4 ქულად/ შემდეგი ზონა იქნება საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი 5 ქულა, და ბოლოს საკუთარი 3 წამიანი ზონიდან ჩაგდებული ბურთი 6 ქულა!
aburjga
10:14 12-11-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული