გიორგი შერმადინი სულ MVP და სულ საუკეთესოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფუენლაბრადასთან" ლიგა ენდესას მე-16 ტურის საშინაო მატჩის წინ "იბეროსტარის" ცენტრ გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

"იბეროსტარმა" ამ შეხვედრაში 74:63 იმარჯვა, ესპანეთის თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ჩვენებური კი კვლავ საუკეთესო იყო: 30:46 წუთში 14 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 25-იანი კოეფიციენტით კი მატჩის MVP გახდა.

20 ქულით შეხვედრის ბომბარდირი გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი იყო.

"იბეროსტარი" 10 მოგებით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად მესამე პოზიციაზე მყოფ
"სარაგოსას" დაუპირისპირდება.

altგიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა [VIDEO]

altგიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა, თუმცა ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]

altგიორგი შერმადინმა "ოდენ" 17 ქულა ჩააგდო და "იბეროსტარი" დამარცხდა

altსუპერშერმადინი ყველას აოცებს - 32 ქულა "გრან კანარიასთან"! [VIDEO]

altგიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ყოჩაღობს - ბომბარდირი და MVP იყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გიო ძალიან მაგარი ხარ. გვიხარია შენი მიღწევები და ასე გააგრძელე. წარატებები
G.LA
19:48 05-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული