შერმადინის 15 ქულა - "იბეროსტარი" ოვერტაიმში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე C ჯგუფში უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართა.

გიორგი შერმადინის "იბეროსტარსა" და მაიკ დიქსონის "ნიმბურგს" განაღდებული ჰქონდათ შემდეგი ეტაპის საგზური და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი გავიდოდა პირველ ადგილზე და რომელი - მეორეზე.

გერმანიაში "ბროზე ბამბერგისა" და "იბეროსტარის" მატჩის ძირითადი დრო 87:87 დასრულდა, ოვერტაიმში სტუმრები 6 ქულით დაწინაურდნენ და მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 98:96.

შერმადინმა 33:33 წუთში 15 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი
ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა.

"ნიმბურკმა", რომლის რიგებში დიქსონს არ უთამაშია, საკუთარ მოედანზე 84:72 სძლია "პერისტერის".

"ნიმბურკი" 12 მოგებით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო "იბეროსტარი" 11 მოგებით - მეორეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული