2 თებერვალს, ლიგა ენდესის მე-20 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" საკუთარ მოედანზე 83:87 დამარცხდა "ბარსელონასთან".
შერმადინი პარკეტზე ერთ-ერთი სუკეთესო იყო. ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 83:85 იყო, მასპინძელთა შეტევისას მსაჯმა ის არასწორად დაყენებული ბლოკისათვის დააჯარიმა. ეს მისთვის მეხუთე პერსონალური იყო, პარკეტი დატოვა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.
გიორგიმ 26:18 წუთში 20 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.
გიორგიზე მეტი, 24 ქულა მხოლოდ ტენერიფელმა სასუ სალინმა ჩააგდო და მარგი ქმედების
29-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
"იბეროსტარი" 13 მოგებით მეოთხე ადგილზეა.