ფაჩულია ექიმებს 70-ზე მეტი კერძით დაეხმარა - "უორიორსში" კი ქველმოქმედება "მოდაში არაა"

AutoSharing Option
როცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური კრიზისი ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო და ზოგს არსებობის პრობლემა შეექმნა, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დახმარებათა ერთიანობა, რომელიც აღნიშნულ ფრენჩაიზთან დაკავშირებულმა პირებმა და ბიზნესორგანიზაციებმა გასცეს.

აღნიშნული სტატიიდან ვიგებთ, რომ "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა "უორიორსის" ფონდში 100 000 დოლარი გადარიცხა, ხოლო გუნდის ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად სისტემაში ასისტენტად მომუშავე ზაზა ფაჩულიამ სან-ფრანცისკოს სამედიცინო მუშაკებისთვის 70-ზე მეტი კერძი შეიძინა. გუნდის ფორვარდმა ერიკ პასკალმა კი სპეციალური ვიდეო ჩაწერა და PepsiCo-ს მომუშავე პერსონალს მადლობა ასე
გადაუხადა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები იყო ერთადერთი საქველმოქმედო ნაბიჯები, რომლებიც "გოლდენ სტეიტის" წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გადადგეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზას საქციელი მისასალმებლი და მისაბაძია.
სტატიის ბოლო კომენტარში მოცემული ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ, მაგალითად სტეფან კარი საკმაოდ აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ზოგადადაც და განსაკუთრებით აქტიურად პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს მე რაც ვიცი და სხვებიც შესაძლოა ეწეოდნენ ქველმოქმედებას.
გიორგი
21:34 13-05-2020
4
ეტყობა მანამდე იმათგან 35 კერძი მიიღო
დინამოელი
21:10 13-05-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული