მოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული გამოცემა championat-ი სტატიას აქვეყნებს მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო გუნდის შესახებ და წერს, რომ თორნიკე შენგელიასა და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის ტრანსფერი დროის ამბავია...

გამოცემა წერს, რომ არმიელთა კლუბმა "ოლიმპიაკოსის" ცენტრ მილუტინოვთან კონტრაქტის გაფორმებითა და მაიკლ ჯეიმსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით დიდი სატრანსფერო სეზონი გახსნა.

ცსკა-ში ისეთი კალათბურთელების გადაბირება სურთ, როგორებიც "ფენერბახჩეს" გამთამაშებელი კოსტას სლუკასი, "ბასკონიას" მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია და ჩინური "პეკინის" ცენტრი ეკპე იუდო არიან. გამოცემის მიხედვით, ამ კალათბურთელებზე ჯერ მხოლოდ ხმები დადის, თუმცა ახალი ტრანსფერები ცსკა-ში მხოლოდ დროის
ამბავია.

2020/21 წლების სეზონის წინ მოსკოველები ძალიან ძლიერი შემადგენლობის დაყენებას აპირებენ. ამ გუნდში იქნებიან მაიკლ ჯეიმსი, ნიკიტა მილუტინოვი, 2019 წლის "ოთხთა ფინალის" MVP უილ ქლაიბერნი. გუნდში დარჩენილი კალათბურთელების გათვალისწინებითაც, ძალიან ძლიერი კოლექტივი ყალიბდება.

წყაროს ცნობით, თუ ამ კალათბურთელებს სლუკასი, შენგელია და იუდო დაემატებიან, ცსკა-ს ევროლიგაზე მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა აღარ დააკმაყოფილებს.

არადა, უახლოეს წარსულში ესპანურ პრესაში აქტიურად წერდნენ, რომ შენგელიას ტრანსფერით მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული და შეთანხმებას წინ ბევრი დაბრკოლება აღარ ედგა...

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს სტატია რომ უბრალოდ რუსული საიტის მონაჭორია, ცალსახაა. ცსკა-ს სლუკასის დამატება უნდაო და კოსტას სლუკასი უკვე ოლიმპიაკოსში გადავიდა ოფიციალურად. არც თორნიკე არ წავა ცსკა-ში.
კალათბურთის გულშემატკივარი
05 ივნისი 2020 16:10
1
ზუსტად თქვენი გდასაწყვეტია სად წავა კარიერის 4 ან 5 წელი დარჩა სპორტში ალბათ და მერე თქვენ მიცემთ დანარჩენი ცხოვრების ფულს? ცსკა რო ფულების წვიმას შეთავაზებს ორი აზრი არაა თუ მართალს ამბობენ რუსები.
civi
05 ივნისი 2020 12:03
20
fuli axlandeli xelfasitac ar gamoeleva sashviltashvilod. carmatebebi tokos
Gergo
05 ივნისი 2020 23:11
0
კი აბა ეხლა მოთხოვეთ აქ არ წახვიდე იქ წადი ყველას ფული გაკერიათ პირზე და თოკოს რარაც რამდენიმე წელი დარჩა აქტიური კარიერის და მერე თქვენ მოგთხოვოთ ფული? ცსკა კი ნაღდად თუ სიმარტლეა ეს ყველაფერი კოლოსალურ ხელფასს შეთავაზებს მოკლედ მისი გადასწყვეტია სად წავა მასე ზოგ ზოგიერთებმა ფაჩულიაც წყალს გაატანეს ამიტომ მიდი თოკო ნაკრებს გამოადექი და სადაც გინდა იქ ითამაშე შოვინისტები რუსებშიც ოხრადაა და ქართველებშიც.
zurabi
05 ივნისი 2020 12:00
13
იმედია არ გადავა. თოკოს და ბითაძეს გამო დავიწყე ევრობასკეტის ყურება და ცსკა ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებ. მერე თოკოს კარგი სტატისტიკის და გუნდის წაგების სურვილით უნდა ვუყურო ხოლმე :)
გიგა
05 ივნისი 2020 10:35
2
გერმანიის ისტორიაში ყველაზე ბანძმა გუნდმა მოუგო ევროპაზე.იმედია შევცვლით ვითარებას.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:37
3
და ერთ სიმინდის ნაკენკსაც კი თუ გადმოგიგდებენ რეგიონების ქალაქებში და უბნებში უნდა იყოთ მადლობელი და წესიერად და ზრდილობიანად მოიქცეთ.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:28
1
ზოგზოგიერთს კიდევ ბევრჯერ აუხსნეს, რომ თქვენ ვერც ფეხბურთს თამაშობთ, ვერც კალათბურთს , ვერც მინის და წყალბურთსაც კი დამაკმაყოფილებელ დონეზე.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:23
2
ცსკაა თუ როსტელმაში, მაგას რომ დაკარგავ გაჭირდება, ამიტომ ეგ მოდებილო დამრიგებლები უნდა მოაშორო ფედერაციას. ჩვენ გეგმებში არ შედის ქვევით 90იანებში დაშვება.
ddgfdf
05 ივნისი 2020 09:21
3
რადგან რუსული გამოცემის ამბავია არ გამიკვირდება ჭორი რომ იყოს, მე მაინც რეალში მინდა რომ გადავიდეს, უფრო უკეთესი ჩემპიონატი აქვს ესპანეთს
fani
05 ივნისი 2020 02:08
1
ჭორია.
ozeki
04 ივნისი 2020 22:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული