ბურჯანაძის 6 ქულა და "გრან კანარიას" მარცხი "რეალთან"

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში ჩაება ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიაც”. კუნძულელებს პირველივე მატჩში ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი მადრიდის "რეალი" შეხვდა, რომელთანაც 73:91 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ფაზად წოდებული მინი-ტურნირის მასპინძელი ქალაქი ვალენსიაა, სადაც მარტში შეწყვეტილი ჩემპიონატის ცხრილის 12 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და 2 ჯგუფში განაწილებულნი, 25 ივნისამდე ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. პლეი-ოფში სერიები არ იქნება. ნახევარფინალები და ფინალიც ერთი მატჩისგან შედგება.

"რეალთან" შეხვედრაში ბურჯანაძე სათა
დარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 13:56 წუთში 6 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. კანარელებს 26 ქულით მეტ კოსტელომ ულიდერა, გამარჯვებულ მადრიდელთაგან კი 19-19 ქულით საუკეთესონი იყვნენ სერხიო ლიული და ჯეისი კეროლი.

შემდეგ მატჩს ბურჯანაძე თავის ყოფილ გუნდ “ანდორასთან”, 20 ივნისს გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული