თად მაკფადენმა მადრიდის "რეალს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა უდიდესი წვლილი შეიტანა "სან პაბლო ბურგოსის" მიერ მადრიდის "რეალის" სენსაციურ დამარცხებაში.

"ბურგოსმა" "სამეფო კლუბს" 4-ქულიანი სხვაობით სძლია - 87:83. მაკფადენმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 18 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მოუტანა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ და მისმა საერგებლიანობის კოეფიციანტმა 19-ს მიაღია. აღსანიშნავია, რომ თადის პარკეტზე ყოფნის დროს "ბურგოსმა" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.

მაკფადენის გუნდმა ლიგა ენდესას დასკვნით ეტაპზე 2 მატჩიდან ორივე მოიგო და
მეორე ქვეჯგუფს "ვალენსიასთან" ერთად ლიდერობს. 4-თა ფინალში გასვლას ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მოახერხებს და წინ 3 ტურია დარჩენილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან თუ ასე განაგრძო, დიქსონმა და ჯენინგმა ჯობია დაივიწყონ ევრობასკეტი.D
0

სიახლეები პოპულარული