championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე  მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული
აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი
არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე  crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

altთორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

altკირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

altmatchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

alteurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

altშენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

altმოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

მკითხველის კომენტარები / 62 /
მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა კალათბურთში თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით უფრო მეტად ვარსკვლავია. თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცსკას მხარეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ!
ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ იმედით, რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ.
წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 12:11
3
სულ ცალფეხზე არ კიდია შენგელიას, ჩვენი, რიგითი ქართველების დამოკიდებულება და ემოციები რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სამ ნაწილად დაშლაზე,მისთვისა და სხვა სპოცმენებისთვის მთავარია ფული და არა სხვა ღირებულებები,რომელიც ეხება ქვეყნის სიყვარულს და მისი ინტერესებისათვის რაღაცაზე უარის თქმას.ისე ჩვენი სპორცმენები რაღაც პატრიოტები და თავის თვითტომელების მოყვარულები არიან ბევრჯერ გამიჩნდ,თუნდაც ბოლო მოვლენები მდ.არაგვზე, როგორ ჩაქოლა ოცამდე ე.წ სპორცმენმა ახალგაზრდა და მერე ცოცხალმკვდარი მდინარეში გადააგდო...ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება,ღმერთმა დაგვიფაროს, გამონაკლისებიც არიან საბედნიეროდ.
KAKO
08 ივლისი 2020 10:16
6
სპორცმენი კი არა სპორტსმენი.დაანებეთ თავი თოკოს, ძაან მაგარი კაცია!
გია
08 ივლისი 2020 11:28
9
შენგელიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, მაგრამ რუსული არმიის კლუბში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მისი ადგილი აღარაა.
თემური
08 ივლისი 2020 12:45
13
სტატიის ბოლოშია აღნიშნული სწორად, რომ შენგელია ელიტარული მოთამაშეა მართლა და მას სხვა ევროპულ გრანდშიც შეუძლია გადასვლა ამიტომა საწყენი ცსკა. დარწმუნებული ვარ ნაკრებში ისეთივე თავგამოდებით ითამაშებს, შესაბამისად რადიკალიზმი არ არის აუცილებელი. მოღალატის იარლიყის მიკერება და ამით მის გადაწყვეტილებაზე ზეწოლა არ არის სწორი, ასევე მისი გადაწყვეტილების დაცვაც არ არის აუცილებალი "აბა რა ქნას მაგარ ანაზღაურებას სთავაზობენ"-ს მოტივით.
გიონატ
08 ივლისი 2020 10:23
0
შეეშვით ამ კაცს რატომ ითხოვთ სხვებისაგან გმირობას თავად კი თბილ ადგილებს ეძებთ.კეტაშვილმა რომ თავისი ოლიმპიური ოქრო ჩააბარა სად არის ეხლა თუ იცით. დაუფასა ვინმემ. ან ახსოვს ვინმეს.რუსეთი ოკუპანტიო რომ გაიძახით აფხაზეთის ომის დროს თბილისიდან სოხუმში ერთი თვითმფრინავი ძლივს მიფრინავდა როცა დუბაიში ათიც არ ყოფნიდა ვინ იჯდა იმ თვითმფრინავში.აგვისტოს ომის დროს სარფში და წითელ ხიდთან თხებივით ერთმანეთს რომ ახტებოდნენ ვინ იყვნენ. სანამ სხვებს გმირობას მოვთხოვთ ჯერ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედოთ. არ დამიწყოთ ეხლა მე აქ ვიბრძოდი და მე იქო, რამდენი კაციც აქ კომენტარებს წერთ მაგდენი ჯარი არ გვყოლია სულ.
90
08 ივლისი 2020 07:32
14
თოკო ნუ უსმენ ამ იდიოტებს, რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ-გაუაზრებლად ბოროტი ნაცების ფრაზებს. შენი საქმისა და შენი ცხოვრების მეუფე შენ ხარ და შენ უნდა იყო.
ნუ უსმენ ბრბოს
გულშემატკივარი
08 ივლისი 2020 10:49
19
ევროპაში კრიზისია ესპანეთში საკალათბურთო კლუბებს უჭირთ მოთამაშეებისთვის ხელფასის გადახდა.თორნიკე ერთერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშეა ევროპაში. გამოჩნდა კლუბი რომელიც ვალდებულებას იღებს გადაუხადოს იგივე თანხა რასაც ესპანური კლუბი უხდიდა.
jorj
08 ივლისი 2020 09:44
28
მაგარი გასასამართლებელი საბუთია:(:(:( გკლავს, გართმევს, სისხლისგან გცლის ყოველდღიურად მაგრამ უფრო მეტ ფულს გაძლევს და მასთან ჯობია. უკაცრავად და სამარცხვინოა ეს ყველაფერი...
sormona
08 ივლისი 2020 10:21
5
E.j. pulia mtavari???? Cota aqvs? An cota naklebi xelfasi rom qondes, ar eyopa? Amashia saqme
Gagi
08 ივლისი 2020 10:21
4
Rodionovis da Beppaevia armiis mtavar sportul klubshi tamashs ar jobia kartvelistvis araferi!
Utavmoyvareo yofila tu egrea
Gimzeri
08 ივლისი 2020 08:41
4
ნუ გახსებით სხვაზე უკეთესები, ნუ განიკითხავთ, გირჩევთ სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ საკუთარი თავით დაიწყოთ!!!
თენგო
08 ივლისი 2020 09:21
11
ტვინი ნუ გაბურღეთ!თქვენ მართლა ქვეყნის მოღალატეებო!თქვენ უსისხლო ნაძირლებო!დარწმუნებული ვარ ფულის გულისთვის თქვენს მესაც გადაახტებით და აქ ხართ მაგრები!ცდილობთ ბიჭს კარიერა მოუსპოთ!თქვენ მართლა ყველა ფულის მონებო!თქვენი შვილი რომ მოევლინება ქვეყანას უკვე ზრდით რუსულ წიწიბურაზე და შვრიაზე!დაუძახეთ ჯერ თქვენ შვილებს ღორები და მერე მიეცით თავს უფლება სხვა გააკრიტიკოთ!
ომბუცმენი
08 ივლისი 2020 09:20
22
შენნაირი ნუ გგონია ყველა!!!!!!!
sormona
08 ივლისი 2020 10:24
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული