ვიქტორ სანიკიძე: მახარებს შენგელიას ცსკა-ში გადასვლა - ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვიკა ამისთანა რა მოწიე? რა ცსკას კაპიტნობა...
papa
20:25 09-07-2020
1
ეს ძველი ქართული ანდაზაა პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ აურიო. ან კიდე, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო, ბიხნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო და ა. შ. და ვიღა დარჩა ამ ქვეყნის პატრონად, ვინ უნდა უთხრას მტერს რომ მტერია და შეგვტკივა ჩვენს შვილებზე დედებზე, დებზე, ძმებზე გული? მარტო სამხედროს საქმე ხომ ომი და შეაკვდით ჩვენ კიდე ჩავალთ ვითამაშებთ არმიის კლუბში, დადვდგებით სცენაზე და რუსულ არმიას სადიდებელი სიმღერებს ვიმღერებთ, ჩავალთ კონცერტებს ჩავატარებთ, ღვინოს გავყიდით, ჩვენი კერძებით თავს მოვიწონებთ ეს არაა პოლიტიკა კაცო პოლიტიკა მარტო ომია და მეომარს და აიმ ომისგან დაზარამლებულ ხალხს ეხება. 1980 წლის რუსეთში ჩატარებული ოლიმპიადა გახსოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ არ ჩავიდა მოსკოვში, ააააა არაა ხო სპორტი პოლიტიკასთან კავშირში. ვნიც ლუკმა პურის საშოვნელად მიდის ხო ბატონო მაგრამ ამას არჩევანის საშუალება არ ქონდა? ქონდა 2022 წლამდე ქონდა გაფორმებული ბასკონიასთან კონტრაქტი.

კიდე ერთია თურქეთის, ირანის და რუსულ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებთ, რუსეთმა რაც დაგვმართა ჩვენ თვალწინ გაიარა და ბევრს სულ არ აჯავრებს და საუკუნეების წინ მომხდარზე გეწვით გული?! რუსეთმა ჩვენ თვალწინ გვიხოცა შვილები, ძმები, დედები, დები, თვალწინ წაგვართვეს ტერტორიები, გააღატაკეს შვენი მშობლები, დღესაც ჩვენ განვითარების და მშვიდობიანი ცხოვრების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ვინაა აბა თუ მიხვდებით. ცოტა თავი გაანძრიეთ და დაფიქრდით სანამ ვინმეს გაამართლებთ
ყველას გასაგონად
13:20 09-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული