ვიქტორ სანიკიძე: მახარებს შენგელიას ცსკა-ში გადასვლა - ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იმის ნაცვლად რომ უფროსმა მეგობარმა კაცურად ურჩიოს თავის შეკავება , პირიქით უპრავებს საქციელს !!! თურმე მიჯნავენ ბიჭები სპორტს და პოლიტიკას , ალბათ ისე ძლიერ მიჯნავენ რომ დაავიწყდათ რამდენი ქართული რეგიონი გაგვიმიჯნა რუსულმა არმიამ.
ისე უქნიათ სულაც შოიგუს ნაცვლად დაუნიშნიათ და ესენი ადიუტანტებად წაიყვანოს !!!

ქცეყანა ცირკს დაამსგავსეს სადაც პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული იაფფასიან სათამაშო გახდა , ხოლო ქვეყნის და ერის ღალატი კი დემოკრატია და პროგრესის შირმით შეფუთეს !!!

მიხაელ
23:52 08-07-2020
20
ეტყობა მიწებს რომ გართმევენ ეს მხოლოდ პოლიტიკაა და პოლიტიკოსების საქმეა და რიგით ქართველ კალადბურთელს არ ეხება.
alioxa
23:48 08-07-2020
11

სიახლეები პოპულარული