შერმადინის 17 ქულა და ტენერიფელთა დასანანი მარცხი "ბასკონიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "ბასკონიას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. კანარიელები პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მთლიანობაში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკურია, რომ გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა. საბოლოოდ, "ბასკონიამ" 81:79 იმარჯვა.

შერმადინმა ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა (79:79), მაგრამ მომდევნო შეტევა "ბასკონიამ" შედეგიანად დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ "ტენერიფეს" 29 წამი ჰქონდა გასათანაბრებლად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გიორგიმ 31:36 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 6 ჩაჭრა
მიითვალა, რის შედეგადაც მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 17 გამოვიდა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ბასკონიას" იტალიელი ლეგიონერი აჩილე პოლონარა გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი აღმოაჩნდა (24).

"ტენერიფე" 17 გამარჯვებით და 5 წაგებით მე-4 ადგილზეა. კანარიელები მომდევნო ტურში, 28 თებერვალს, "ობრადოიროს" ესტუმრებიან.

GBF

altმამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან

altგომელსკიმ შერმადინი და პუარე ცსკა-სთვის დაიწუნა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული