შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთში კიდევ ერთხელ აღიარეს – 37-ე ტურში ყოფილ კლუბ „სარაგოსასთან“ ეფექტური თამაშისა და გამარჯვების შემდეგ ის ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტურის MVP-ად (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა „სარაგოსა“ სტუმრად 91:60 დაამარცხეს. 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო, 20 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტით (31) არა მხოლოდ მატჩში ტურში ყველას აჯობა.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა.
ასეთი მაჩვენებლებით იგი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტიპი სულ MVP ა სულ საუკეთესოა წესით რეალში ან ბარსელონაში უნდა თამაშობდეს ეხლა, რას ერჩიან რას უნდათ რატო არ გადაყავთ სულ იმ გუნდშია რა ქვია სახელსაც ვერ ვიხსენებ პროსტა
Bijo
21:56 22-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული