შენგელია სიმბოლურ გუნდში მოხვდა! საუკეთესო 10 მომენტში კი 3-ჯერ შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

Sportall.Ge

ცსკა ლიგის ფინალურ ეტაპზე "უნიქსს" დაუპირისპირდება. საწყისი ორი შეხვედრა ყაზანში 5 და 7 ივნისს გაიმართება, მოსკოვური მატჩი კი 10 ივნისს შედგება.

რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, ცსკა-მ "ზენიტი" 3:1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი საშუალოდ 16.3 ქულა ჰქონდა.

თორნიკე შენგელია VTB ლიგის ათ საუკეთესო მომენტშიც მოხვდა - ქართველის შეტევები ათეულის შუა (მე-5) და ბოლო (მე-10) ადგილზე გავიდა. პირველზე გასულ ეპიზოდში კი თორნიკეს დაუფარეს.

შეგახსენებთ, VTB ლიგის ფინალურ შეხვედრებამდე
ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში, 28 მაისს კიოლნში, თურქულ "ანადოლუ ეფესს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი თოკო, მიაწექი! მაგარი ხარ, შენს გვერდით ვართ, ნაღდი შენი ფანები!!!
fanebi
13:13 26-05-2021
5
3-ჯერ შევიდა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული