ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც კატალონიელებმა ვერ შეაჩერეს, შერმადინი იყო. მან 25 წუთში 5-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 17 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასი დაფიქსირდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი მატჩის საუკეთესო იყო +23. ამ მაჩვენებლით გიორგის ერთით ჩამორჩა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი (22), რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.
შერმადინის გუნდს 13 მატჩიდან 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ტენერიფელები 18 დეკემბერს, სტუმრად, "ფუენლაბრადას" შეხვდებიან.
gbf
ბურჯანაძის 11 ქულა "ბეტისს" ბადალონაში მოსაგებად არ ეყო