ნატალია ოთხმეზურმა "საკრამენტოს" 13 წუთში 12 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდმა “თაბდერბერდსმა”, რომელმაც “საკრამენტო სტეიტი” 80:70 დაამარცხა. ამ მატჩში 13 წუთი ითამაშა და 12 ქულა ჩააგდო 21 წლის ნატალია ოთხმეზურმა.

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ქალი NCAA-ის პირველ დივიზიონში შედეგიანად თამაშობს. მისმა გუნდმა Big Sky-ის კონფერენციის თამაშები დეკემბრის შუიდან დაიწყო და დღემდე სამივე მატჩი მოიგო, მთლიანად მიმდინარე 2021-2022 წლების სეზონში კი 12 შეხვედრიდან 7 გამარჯვება აქვს. Big Sky-ის კონფერენციაში სამიდან 3 გამარჯვებით იუტელები “არიზონა ლამბერჯეკთან” ერთად ლიდერობენ.

მიმდინარე სეზონში
გამართული ამ 12 მატჩიდან ნატალიამ 7-ში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.1 ქულას, 2.3 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებს. თამაშიდან ნასროლი მისი ბურთების 50 პროცენტი შედეგიანია. ნატალიამ ნელ-ნელა მოიპოვა მეტი ნდობა და განსაკუთრებით შედეგიანად ათამაშდა. წინა მატჩში, რომელიც იუტელებმა "დიქსი სტეიტი" 95:58 დაამარცხეს, ოთხმეზურმა 18 წუთში 11 ქულა მიითვალა.

შემდეგ მატჩს იუტელები 2 იანვარს, ჩრდილოეთ კოლორადოსთან გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცარმატებები ნატალიას.ნეტავი ასეტი მსროლელი ვაჯტა ნაკრებსჰი მოგვცა.
vagneri janashia.
00:52 01-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული