ბითაძე მოედანს დიდი დროით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ მოედანს 16 წუთით დაუბრუნდა, რა დროშიც 4 ქულა (1/4) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

"კავალიერსის" შემადგენლობიდან ჩედი ოსმანმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რაჟონ რონდომ აქტივში 15 ქულა, 5 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კავალიერსი" 33 მოგებითა და 21 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 10 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობელი ვარ ყურადᲦებისᲗვის,მაგრამ არ Ღირს აქ დაწერა იმიტომ რომ კარგად ვიცნობ მაგაᲗ და უარესად დაბლოკავენ ბავᲨვებს.
ვაᲟა მასწავლებელს
15:19 07-02-2022
0
მოქალაქეს! ბავშვების გვარები შეიძლება გაგვაგებინოთ? -იქნებ დაგეხმაროთ!
ვაჟა მასწავლებელი
14:18 07-02-2022
0

სიახლეები პოპულარული