შერმადინი ესპანური ლიგის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი თავის გუნდს სტუმრად “სარაგოსას” დამარცხებაში დაეხმარა. კუნძულელებმა შერმადინის ლიდერობით სარაგოსელები 77:62 დაამარცხეს.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, ხოლო მოგვიანებით, როცა 24-ე ტურის ყველა მატჩი დასრულდა, ის ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.

შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიმდინარე
სეზონში მეორედ მოიგო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერმ,ვამაყობთ შენით
saqartvelo
19:07 14-03-2022
0
gio ar daberde ra !!! meore MVP daglijavda
GIO EMIGRANTI
22:59 14-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული