შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ საშუ სალინს ჩამორჩა, რომელმაც ქართველზე 1 წუთით მეტი ითამაშა. შერმადინმა 23 ქულა ისე მოაგროვა, რომ 9-დან 7 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს ასევე 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ორჯერ დაკარგა. დაკარგვებში “საუკეთესო” იყო მარსელინიო უერტასი, რომელმაც ბურთზე კონტროლი 9-ჯერ დაკარგა და ტენერიფელთა მარცხიც დიდწილად ამით იყო განპირობებული.
14 მოგებითა და 9 მარცხით “ტენერიფე” ცხრილში მე-6 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 29 მარტს, ტენერიფელები ბექა ბურჯანაძის “ბეტისს” უმასპინძლებენ. ბეტისი ამ ტურის შეხვედრას დღეს, სტუმრად “უნიკახასთან” ჩაატარებენ.
gbf
შერმადინის 10 ქულა, 8 მოხსნა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი [VIDEO]
შერმადინი ესპანური ლიგის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა