შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული "ობრადორიოსთან" მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა თავის ოპტიმალურ ფორმას მიაღწია. სეზონის სტარტზე მცირე შეფერხების შემდეგ ქართველმა ცენტრმა თავად რომ სჩვევია, ისეთი მატჩი შემოგვთავაზა. შერმადინი მატჩის MVP გახდა და რაც მთავარია ლენოვო ტენერიფეს ობრადორიოს დამარცხებაში უდიდესი დახმარება გაუწია.

კანარის კუნძულელებმა პირველი მეოთხედი 16:24 დათმეს, მაგრამ შემდეგ თამაში შეატრიალეს და საბოლოოდ იოლად გაიმარჯვეს – 86:67. ამაში ლომის წილი მიუძღვის ქართველ ცენტრს, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო – 19 ქულა და 7 მოხსნა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, ბრაზილიელ უერტასთან, ფინელ სალინთან, კანადელ დურნკამპთან და ამერიკელ კუკთან ერთად. ქართველმა
ლეგიონერმა მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქულებით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, ისევე, როგორც მოხსნებითაც. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და თამაშ პლუს 10-ით დაასრულა. მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა და დაფარებაც, შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 27 მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი MVP გახდა.

ტენერიფეს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და 100%-იანი შედეგით ლიდერობს. 22 ოქტომბერს ტენერიფე ბარსელონას ესტუმრება, რომელიც 4-დან 3 მოგებით მეორე ადგილზეა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული