ასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 9 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსი" დატოვა.

ქართველმა კალათბურთელმა ინდიანაპოლისურ გუნდში 3 არასრული სეზონი გაატარა, ახლა კი უგუნდოდაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგას აგენტი ევროლიგის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

რაც შეეხება გაცვლას, მასში "ბრუკლინ ნეტსი" და სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსი" მონაწილეობდნენ. "მილუოკიმ" მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი, დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. "პეისერსმა" მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში.

ასე დაემშვიდობა "ინდიანა" ქართველ
ცენტრს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ევროპა ევროპა სასწრაფოდ და ბევრი სათამაშო დროოო
რომანი
11 თებერვალი 2023 00:19
0
20 წლისა ჯერ არ იყო,დრაფტზე რომ დადგა და ვფიქრობ,იჩქარეს.არც ფიზიკურად და არც მენტალურად,ჯერ მზად არ იყო ნბასათვის.ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სასწავლი,მაგრამ იქ,მზა მებრძოლები სჭირდებათ,რომლებიც ვარჯიშით კი არა,თამაშებით შედიან ფორმაში.მისთვის არავის ეცალა და და მანაც თავდაჯერებულობა დაკარგა.როცა მოედანზე უშვებდნენ,მაშინაც გაუბედავი ჩანდა და თანაგუნდელები არ ამჩნევდნენ.სხვათა შორის,ბოლო დროს,მამუეაშვილსაც თითქოს უგულებელყოფენ პარტნიორები და აღარც ის იზრდება.თუ სხვა ნბას გუნდი აიყვანს და თამაშში ენდობიან,დაცვითი სტილის ცენტრობას გაქაჩავს,მაგრამ ტრანსფერების პერიოდი დაიხურა და ფაქტობრივად,კარი მიუხურეს.ნახევარი წელი,სად უნდა გაატაროს?ისე გამოვიდა,რომ ინდიანას ხელმძღვანელობამ,მაქსიმალურად ავნო,გოგას,თან შარშან,როცა შეეძლო გაშვება,არ გაუშვა და ახლა,ყველაზე ცუდ დროს შეუწყვიტა კონტრაქტი.ნამდვილად ურჩევნია ევროპა.ჩადგება ფორმაში,ათამაშდება და აქამდე მიღებული გამოცდილება,ძალიან გამოადგება,თუ ნბადან კვლავ ვინმემ მოინდომა მისი აყვანა.ახლა ,მთავარია გოგამ ცხვირი არ ჩამოუშვას და გულმოდგინედ იმუშაოს.თუ 19 წლისა,ერთერთი საუკეთესო იყო,ევროპაში,ახლა გაცილებით ძლიერია და თავიოს დამკვიდრება არ გაუჭირდება.23 წელი,ჯერ მხოლოდ დასაწყისს ნიშნავს.
სოსო
10 თებერვალი 2023 23:09
1
დიახ ბატონო სოსო, 23 წელი ნბა-ში კარიერის დასაწყისია მხოლოდ და გოგამ ეს ეხლა მაინც უნდა გაითვასწინოს.
გიზოგ
16 თებერვალი 2023 15:44
0
ზ.მ-ს.რამდენადაც ვიცი,ნბაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.სწორედ ამის გამო ვთვლი,რომ ევროპაში წამოსვლა ურჩევნია.თუ ნბაში დარჩენა და ახლავე სხვა გუნდში გადასვლა შესაძლებელია,რა თმქა უნდა ეგ ურჩევნია.მანდ სალაპარაკოც არაფერია.მანდ მთავარი იქნება,სათამაშო დრო და ფორმის დაბრუნების საშუალება მისცენ.
სოსო
11 თებერვალი 2023 23:20
0
ყველა გამოხმაურება
რომ ვთქვა გამიხარდა გოგა NBA რომ აღარ იქნებათქო , ტყუილი იქნება მაგრამ .... გულახდილები რომ ვიყოთ გოგა ვერ ქაჩავდა ნბა ს დონეს, ამ 3 წელში ფაქტიურად არ ქონდა პროგრესი რაც კიდე უარესია, NBA თუ ვერ თამაშობს არ ნიშნავს რომ დასრულდა ყველაფერი, შენგელია არის ცოცხალი მაგალითი, ევროპა არი გოგას ადგილი და დარწმუნებული ვარ იფრენს, ასე რომ შინ ევროპისკენ :)
იუვენტინო
10 თებერვალი 2023 20:35
4
ნბა-ში მაგისთანა დონის კალათბურთელის ყოფნა დიდი გაუგებრობა იყო. კიდევ კაი ხანს აცალეს
გეო
10 თებერვალი 2023 19:51
14
ევროლიგა ერჩივნოს, მეტი სათამაშო დრო ექნება, კონკურენციაც არის, ნაკრებისთვისაც უკეთესია.
ქართველი
10 თებერვალი 2023 19:49
1
მთავარია G ლიგაში არ წავიდეს, ჭაობია. ევროლიგა ბევრად სჯობს
გუგა
10 თებერვალი 2023 18:12
0
მე არ მესმის სანდრო ასე რატო ყავს მწვრთნელს უყურადღებოდ ამ სეზონში არავინ თამაშობს დაცვას არ ანაღვლებთ შედეგი თუნდა გოლდენი ფენიქსი ამდენი წაგება 10 სეზონში ერტად არ ქონდათ ხოდა ერთხელ ძირითადში თუ არა მიეცი რა დრო წესიერი როგორ უნდა გახდეს საჭირო თუ არასდროს მიცემ უფრო მეტ შანს ვიდრე წაგებულზე ან მოგევულზე 2 წუთით შემოსვლაა
ნოდო
10 თებერვალი 2023 17:58
0
ვირტუსი არ იქნება ცუდი ვარიანტი. ჟაიტე ძალიან სუსტი ცენტრია. ბაკოს კიდე არა უშავს. გოგა უცებ გახდება ძირითადი ცენტრი, თან თორნიკესთან იქნება.
სტუმარი
10 თებერვალი 2023 16:02
0
ერთი შეხედვით ძალიან ცუდი ამვავი მოხდა რომ გამოუშვეს გუნდიდან მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგი და უმაგრესი ამბავია ! ძლივს მოშორდა იმ ბლერებს და ეხლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სადაც უნდა იქ წავა და რაც მთავარია ნაკრების თამაშებისთვისაც თავისუფალი იქნება !
zura222
10 თებერვალი 2023 14:12
2
სადაც უნდა აბა, მთავარია ხელი დაადოს.D ცქიტიშვილივით წავა ეგზოტიკურ ქვეყნებში.
rrr
10 თებერვალი 2023 15:46
18
შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს თებერვლის თამაშებში?
ხომ არ იცით ვინმემ - არის რამე პრობლემა?
არჩი
10 თებერვალი 2023 14:09
1

სიახლეები პოპულარული