გიორგი შერმადინმა "ტენერიფესთან" ერთად საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

AutoSharing Option
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "სან პაულუ" 89:68 დაამარცხა და ტურნირი მესამედ მოიგო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 19:36 წუთში 12 ქულა (6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო) და 6 მოხსნა მიითვალა და თასი საქართველოს დროშით აღმართა.

გამარჯვებული გუნდიდან 15-15 ქულა ბრუნო ფიტიპალდომ და სასუ სალინმა ჩააგდეს, არონ დორნეკამპმა კი - 13.

შეგახსენებთ, "ტენერიფემ" ნახევარფინალში ტუნისის "მონასტირს" 112:42 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჭებო შეუბერეთ! ნიდერლანდებს და ისლანდიას მოუგეთ და გაგვახარეთ ყველა
შაკო
19:20 13-02-2023
0
ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დარჩა და შევა საქართველოს კალთბურთის ისტორიაში!!! და არა მარტო
ბექა
14:30 13-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული