"ბრუკლინის" მხრიდან საუკეთესო მიკალ ბრიჯისი გახდა, "ნეტსის" ლიდერმა 44 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ორლანდოს" რიგებიდან კოულ ენტონიმ გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.
"მეჯიქის" მსუბუქმა ფორვარდმა ფრანც ვაგნერმა 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ამრიგად, "ორლანდო" 32 მოგებითა და 43 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მორიგ მატჩს 29 მარტს "მემფისის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბრუკლინი" 40 გამარჯვებითა და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნეტსი" 30 მარტს "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდება.
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?
Ps აგერ მამუკელაშვილი რომ თამაშობს კარგად, ძირითადშიც ათამაშებენ, საკმაო დროსაც აძლევენ და ისიც ამართლებს იმედებს