შერმადინის შედეგიანი მატჩი და გამარჯვება "გრანადასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მოგებებს იხვეჭს გიორგი შერმადინის "ტენერიფე", რომელსაც უმეტესწილად ქართველი ცენტრი ლიდერობს. ასე იყო მორიგი ტურის მატჩშიც, რომელშიც ტენერიფელებმა სტუმრად გრანადა 82:73 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 26 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.

ასევე 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჰაიმე ფერნანდესს, „გრანადას“ ბომბარდირი კი 16 ქულით მამადუ ნიანგი გახდა.

„ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 22 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.

დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვა რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ – შინ „ფუენლაბრადა“ 83:64 დაამარცხა.

რატიმ 2 წუთი ითამაშა და 1 ქულა ჩააგდო. თადმა 18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

„მურსია“ 13 ქულით მეათე ადგილზეა. პლეი ოფში 8 გუნდი გადის.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰო, შერმო ძალიან კარგადაა შეთამაშებული უერტასთან, თუმცა რა ვუყოთ იმას რომ ეს უკანასკნელი ბრაზილიის ნაკრების წევრია (თორემ ჩვენთან მოწვევა შეიძლებოდა).
ისიც ვიცით რომ მაკფადენმა მოუკლო სამიანების სიზუსტეს, რაც კარგად გამოჩნდა ევრობასკეტზეც. მაგრამ შენ რას გვთავაზობ?! რამე უკეთესი გამოსავალი იცი და გვიმალავ? ლეგიონერის შეცვლას თუ გულისხმობ, მსოფლიო კარსაა მომდგარი და ასე უცებ ვერ იპოვი ძლიერ ლეგიონერს, ვინც საქართველოს მოქალაქეობას (და ნაკრებს) დათანხმდება. ამ მსოფლიოს შემდეგ კი ეს თემა მართლაც მოსაგვარებელია
აბდულაი-ს
15:07 02-05-2023
0
ძალიან კარგად თამაშობს და გამოადგება ნაკრებს,მაგრამ ჩვენ გვყავს ოვერტასის დონის კალათბურთელი? მაკფადენეი საერთოდ არ გავს.ევროპაზე გამოჩნდა.სანამ დროა მივხედოთ საქმეს და მსოფლიოზე დალაგებულად გავიდეთ.გაიღვიძეთ.
აბდულაი
13:54 30-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული