გოგას 21 წუთი და "ორლანდო მეჯიქის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ჩიკაგო ბულზს" ესტუმრა და 103:97 გაიმარჯვა.

"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

"ბულზის" რიგებში ზაკ ლავინმა 34 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, "ორლანდო" 7 გამარჯვებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ
მატჩს 20 ნოემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩიკაგო" 4 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, "ხარები" 19 ნოემბერს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდებიან.

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე ვამბობთ რატომ არ ათამაშებენო, ამდენ წუთში 2 ქულა რაღაა , ერთი და ორი გამონათება არ კმარა, თუ გინდა იყო მუდმივად ძირითადის მოთამაშე, მეტი სტაბილურობაა საჭირო, ნახეთ რას შვრებიან იოკიჩი, დონჩიჩი, საბონისი და სხვა ევროპელები
Soso
11:33 18-11-2023
3
თამაშს უყურეთ? თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა. სულ მეჯიკ ბითაძეს გაიძახდნენ კომენტატორები. უამრავ შემთხვევაში პასს არ აძლევდნენ მიუხედავად მისი მოთხოვნისა და ზოგადად მისი სწორი თამაშის დამსახურებაცაა რომ მოიგეს
David
18:16 18-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული