ბითაძის 23 წუთი და "ორლანდოს" ზედიზედ მერვე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქს" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. ფლორიდულმა გუნდმა, რომლის სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი დგას, ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. გოგა ბითაძის გუნდმა მორიგი შეხვედრა ორლანდოში, "ვაშინგტონ ვიზარსთან" 139:120 მოიგო, რაშიც ქართველ კალათბურთელსაც მიუძღვის წვლილი.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:43 წუთი გაატარა. ქართველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გოგას მონაგარმა 8 ქულა, 7 მოხსსნა, 2 პასი და 1 დაფარება შეადგინა. მან პირწმინდად აჯობა ვაშინგტონელთა ოპონენტს, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე დანიელ გაფორდს, რომელმაც 26 წუთში
4 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

"ორლანდოში" 31 ქულით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი. 25 ქულა კოულ ენტონიმ, ხოლო 22 – ჯალენ საგსმა მიითვალეს. "ორლანდოს" 13 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს "მილუოკი ბაქსთან" იყოფს. პირველზე კი "ბოსტონ სელტიქსია" 14 მოგებით. შემდეგი შეხვედრა "მეჯიქს" 1-ელ დეკემბერს, კვლავ "ვაშინგტონთან" და ისევ ორლანდოში ელის.

GBF

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სამწუხაროა, რომ ქართულ სინამდვილეში ზოგადად და ქართულ სპორტშიც მათს შორის წარმატების მასიურობა გვაკლია მუდამ. მხოლოდ ინდივიდების ხარჯზე კი ჯგუფური სახეობების გაქაჩვა ძნელია. შარშან მამუკელაშვილით ვამაყობდით, წლეულს როგორც იქნა ბითაძე ისე ათამაშდა, როგორც თავიდანვე გვეიმედებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მამუკელაშვილი დაიკარგა რადარებიდან. ნუთუ არ შეიძლება, რომ ნაკრების ყველა იმედს ერთნაირად წარმატებული სეზონი ჰქონდეს?
qomagi
30 ნოემბერი 2023 13:33
0
ეს ცხოვრება ასეა,ზოგი ადის,ზოგი ჩადის.ნბაში,ორი კაცი გვყავს და ერთი ადის,ერთიც ჩადის.10 კაცი რომ გვყავდეს,აქდან ხუთი ავიდოდა,ხუთიც ჩავიდოდა და ეს ხუთი კაცი,უკვე ერთი ხუთეულია.სტაბილური წარმატებების გასაღები,დიდი არჩევანია.ჩვენ სწორედ ეს არ გვაქვს და ამიტომაც ჩვენი წარმატებები,ყოველთვის ლოკალური და არასტაბილურია.ჯერჯერობით,ჩვენ მხოლოდ გმირული თავდადების ხარჯზე ვაღწევთ,წარმატებებს.12 სტაბილურად მოთამაშე,წარმატებული კალათბურთელი როცა გვეყოლება ნაკრებში,მაშინ აღარც გმირობა დაგვჭირდება და კლასის ხარჯზე დავამარცხებთ,მთელ რიგ ნაკრებებს.
სოსო
01 დეკემბერი 2023 22:15
0
მართლაც მამუკელაშვილის უთამაშებლობა ძალიან ცუდია.
მამუკა
30 ნოემბერი 2023 16:30
0
გაიხარე გოგა, სულ წარმატებით გევლოს!
გიზოგ
30 ნოემბერი 2023 16:28
0

სიახლეები პოპულარული