"მეჯიქის" ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 26:40 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ბოსტონის" ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს კვლავ "სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბოსტონი" 19 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?