შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანური კალათბურთის მთელ ვარსკვლავებს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, რასაც ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰქვია, ქართველზე მეტჯერ არავის დაუმსახურებია.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ
როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო "ანდორასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი შეიქნა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. ანუ 1 სრული წელიწადი (თვეები რომ გადავაბათ) ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის საუკეთესო იყო საშუალოდ.

აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ, ყველაზე პრესტუჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გამხდარა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბრავო გიორგი,გილოცავ!რა თქმა უნდა დონჩიჩმაც და საბონისმაც,გაცილებით მცირე დრო გაატარეს ესპანეთში,მაგრამ აქ ხომ ესპანელი ვარსკვლავებიც თამაშობდნენ.თავად ის ფაქტი,რომ უკვე რამდენი წელია,შერმადინი სისტემატურად ხდება ერთერთი უძლიერესი,ადასტურებს მის მაღალ კლასსა და სტაბილურობას.ფაქტია,რომ მისი სახელი,ესპანური კალათბურთის ისტორიაში,კიდევ ერთხელ ჩაიწერა.იმედია,კიდევ დიდხანს გაგვახარებას,კარგი თამაშით.ჰო,ფეხბურთის ვაიგულშემატკივრების საყურადღებოდ!გიორგი შერმადინი,დაქორწინებულიც არის,მრავალშვილიანი მამაც და ჰოი საკვირველებავ,ესპანურ კალათბურთში,რეკორდების დამყარებასაც წარმატებით განაგრძობს.ეს ისე,ინფორმაციისათვის.
სოსო
10:39 18-03-2024
0
ძალიან მაგარი ამბავი, ვულოცავ შერმადინს. გული იმზე მწყდება, რომ ნაკრებში მოუკლო ძალიან!
Irakli
12:04 18-03-2024
1

სიახლეები პოპულარული