ბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

AutoSharing Option
ბერძნული sportdog-ი იტყობინება, რომ გოგა ბითაძემ (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილმა (სან ანტონიო), რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები უსრულდებათ, არაა გამორიცხული, კარიერა ევროპაში გააგრძელონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "პანათინაიკოსი" წარმატებულ სეზონს ატარებს, ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე აქედანვე ზრუნავს და სხვა კალათბურთელებთან ერთად ქართველების სამსახურით დაინტერესდა:

"რა თქმა უნდა, სიაში აშშ-ში მოასპარეზენიც არიან, მაგალითად, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. ის ზაფხულში NBA-ს დატოვებს და ამის თაობაზე "მწვანეებმა" კარგად იციან. აგრეთვე, სანდრო მამუკელაშვილი - 24 წლის და 2.06 მეტრი სიმაღლის ცაციას
"მომაკვდინებელი სროლა" აქვს (მე-3 და მე-4 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში) და კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება. მას G ლიგაშიც უწევდა თამაში.

"პანათინაიკოსი" "მამუთი" (როგორც აშშ-ში უწოდებენ) გასული წლის ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ევროპაში დაბრუნება არ მოისურვა. წყარო ირწმუნება, რომ დიდი ალბათობით, ეს 2024 წლის ზაფხულში მოხდება. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ათენურ კლუბს მის ხელში ჩასაგდებად ნებისმიერ შემთხვევაში ევროლიგის გუნდების უმეტესობასთან ბრძოლა მოუწევს, რამეთუ საუბარია ათლეტურ და მოძრავ კალათბურთელზე".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ორივეს ვუსურვებ ნბა-ში დარჩენას
@
23 მაისი 2024 22:36
2
კარგი იქნება ! ნბა ში არ აფასებენ მერე რაც მთავარია ნაკრებში უფრო ხშირად ითამაშებენ ! რა დოზანად გვინდა ეგეთი ნბა როცა 10 წუთსაც არ ათამაშებენ ??
zura222
23 მაისი 2024 17:35
3
კალათბურთს ამათ არ ათამაშებენ ნბა-ში და უბანში ხო ჩვენც ვუბერავთ)) მოით ევროსაიუზში..
იფფფ
23 მაისი 2024 13:28
2
უბრალოდ იმხელა სხვაობაა ანაზღაურებაში რომ ურჩევნიათ ნბა-ში მეორეხარისხოვნად ყოფნა.
ასეა ეს
23 მაისი 2024 11:50
0
ჯერ ოლიმპიადაზე აოეე...
კახა
22 მაისი 2024 22:02
3
ნეტა გადმოვიდნენ ევროპაში !!!
ნბა რა თქმა უნდა ნბაა,მაგრამ თუ გადმოვლენ ნაკრებში თამაშს ყოველთვის შეძლებენ და აღარ მოწევთ თამაშების გამოტოვება
ადამიანი
22 მაისი 2024 21:19
6
Jordan ხოო პუტინს უთქვამს ეგ ორი კალათბურთელი მომგვარეთო DD ხალხი სულ გამოალაყეს ამ ლიბერალებმა რაა D P.S. ისე ეგ "ვაფშე" რუსული სიტყვაა და როგორ ესადაგება თქვენს ლიბერალიზმს ???
zura222
23 მაისი 2024 17:34
2
ევროლიგას რო ბრძოლები აქვს ფიბასთან ეგეთი უნდა... ძირითადად ერთნაირად ტოვებდნენ ევროლიგის და ენბიეის კალათბურთელები ნაკრების თამაშებს
რა მაფიაა?
23 მაისი 2024 09:18
3
ყველა გამოხმაურება
ეს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს აწყობს.ასეთ შემთხვევაში გავალთ ევრობასკეტზე.თორემ ისე ძალიან საეჭვოა.
Master
22 მაისი 2024 21:18
2
რა ვიცი პოპოვიჩი მამაუსგან ახალ დანკანს თლისო.
სოსო
22 მაისი 2024 21:14
3
ვფიქრობ ორივე ქართველი,შეეცდება ნბაში დარჩენას.
სოსო
22 მაისი 2024 21:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული