შერმადინის "ტენერიფემ" საფრანგეთშიც იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა

AutoSharing Option
"ტენერიფეს" ზედიზედ მე-3 გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. ესპანურმა კლუბმა საფრანგეთში, "სენტ-კვენტინტინი" 71:61 დაამარცხდა და თავის ჯგუფს, რომელშიც მასთან ერთად "სენტ-კვენტინი", თურქული "ქარშიაქა" და ბერძნული "კოლოსოსია", ერთპიროვნულლად ლიდერობს.

ტენერიფელთა ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:01 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა.

ესპანურ კლუბს C ჯგუფში სამივე მატჩი მოგებული აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს ისევ "სენტ კვენტინთან", ამჯერად შინაურ კედლებში გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ დაგვიბერდა შერმო, რას იზამ
ტტტ
17:17 30-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული