ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ოკლაჰომა სიტი თანდერმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 102:86 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 26:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" ლიდერი შაი გილჯეს ალექსანდერი გახდა, კანადელმა გამთამაშებელმა 21 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა საკუთარ გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი"
აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 გამარჯვებითა და 5 მარცხით მე-9 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 ნოემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ოკლაჰომა" დასავლეთ კონფერენციაში 7-დან 7 გამარჯვებით პირველ ადგილზეა, "სიტი თანდერი" 7 ნოემბერს, "დენვერ ნაგეთსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული