ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო" "დალასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "დალას მავერიქსთან" 92:101 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 18:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გამარჯვებულთაგან ჯეიდენ ჰარდიმ 20:19 წუთში 22 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

"ორლანდოს" რიგებში საუკეთესო ტრადიციულად პაოლო ბანჩერო გახდა, იტალიელმა 37:45 წუთში საკუთარ გუნდს 35 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "მეჯიქი" 35 მოგებითა და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ჯამალ
მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 მარტს "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

altბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

alt"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა, ყველა განვიცდით... გამოდი ავტორიტეტების ჩრდილიდან. მარტო ,, დამფარებელი'' და ,,მომხსნელი'' კი არა, ჩამგდებიც უნდა იყო ... სწრაფი ცენტრი ხარ, სამიანებიც გამოგვდის... შენი თავი შენვე უნდა გაქაჩო... მიდი გოგა....
გიორგი 50
10:59 29-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული