13 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.
ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა "ბოსტონ სელტიქსმა", რომელმაც შინ "ტორონტოს" სძლია.
ჯეიმს ჰარდენისა და კლინ კაპელას ლიდერობით, "ჰიუსტონმა" "ინდიანა" დაამარცხა. ჰარდენმა 26 ქულა და 15 პასი მოაგროვა, ხოლო კაპელამ - 20 ქულა და 17 მოხსნა.
"ოკლაჰომამ" შინ "დალასი" გაანადგურა. პოლ ჯორმა (37) და რასელ უესტბრუკმა (27) ჯამში 64 ქულა მოაგროვეს. თავის დაბადების დღეზე უესტბრუკმა მშვენიერი საჩუქარი გაიკეთა - "დალასი" დაამარცხა და 27 ქულაც მიითვალა. რასელი 29 წლის გახდა.
დღის მატჩები ასე დასრულდა:
ოკლაჰომა-დალასი 112:99
ინდიანა-ჰიუსტონი 95:118
დეტროიტი-მაიამი 112:103
ბოსტონი-ტორონტო 95:94
13:17 13-11-2017
NBA. მატჩები: 27 ქულა დაბადების დღეზე [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული