ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ბელგიაში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ბელგიის ქალაქ კორტრაიკში გასამართ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 

ტურნირი საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი იქნება, ტესტ-მატჩები კი  ჩვიდმედწლამდელებში ჩატარდება.  გუნდის მთავარი მწვრთნელია დეიან პროკიჩი, ასისტენტი - ჟულივეტ ტოუჯანი.

გუნდის მოწინააღმდეგეები იქნებიან: ისრაელის საკალათბურთო აკადემიის გუნდი (2015 წლის ჩემპიონი), "მეირინ ბასკეტი" (შვეიცარია) და "კორტრიიკის" საკალათბურთო აკადემიის გუნდი.

მეორე ჯგუფში მოხვდნენ "ვარეგემი" (ბელგია), "AWBB" (ბელგია), "ლეიდენი" (ჰოლანდია) და "როსტოკი" (გერმანია).

თამაშები რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება და მას სპეციალური სტუმრების რანგში საინტერესო პერსონები დაესწრებიან. კერძოდ, გაიმართება სამწვრთნელო სემინარი, რომელსაც უხელმძღვანელებს
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი კასტელსი.

ჟულივეტ ტოუჯანი (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ წარმომადგენლობით ტურნირზე ჩასვლა. ბავშვები მიიღებენ გამოცდილებას და ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, ეს პროგრესის კარგი შანსია. ველოდებით პირველ შეხვედრას".

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ტურნირზე ამ შემადგენლობით ჩავიდა: ნიკა რატიანი, ლუკა მაზიაშვილი, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, პაპუნა ცხვედიანი, ლაშა დაღელიშვილი, დავით შუკაკიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ანზორ ნადირაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ძნელაძე, დაჩი ქავთარაძე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული