ქართულმა გუნდმა მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაატარა მთელი ტურნირი და ფინალში 93:90 დაამარცხა ბელგიის ჩემპიონი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში (U 17) „ოსტენდე“.
ჟულივეტ ტოუჯანი (ასისტენტი მწვრთნელი): „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ წარმატებაში, ვინც შექმნა ეს შედეგი. მადლობა ზაზა ფაჩულიას, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ეცნობა ყველაფერს. მოთამაშეებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისათვის.“
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი ლუკა მაზიაშვილი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი დეიან პროკიჩია.
მომზადებულია ზაზა ფაჩულიას აკადემიის facebook გვერდის