NBA ALL STAR 2018: ლებრონი მატჩის MVP და დამარცხებული სტეფი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 თებერვალს, ჩვენი დროით 05:00 საათზე ლოს-ანჯელესში NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართა.

ლებრონ ჯეიმსის გუნდმა სტეფ კარის გუნდი ანგარიშით 148:145 დაამარცხა.

ლებრონის გუნდის წევრები იყვნენ:

სასტარტო ხუთეული
ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კაირი ირვინგი, ენტონი დევისი, რასელ უესტბრუკი

სათადარიგოები

ლამარკუს ოლდრიჯი, გორან დრაგიჩი, პოლ ჯორჯი, კემბა უოკერი, ბრედლი ბილი, ანდრე დრამონდი, ვიკტორ ოლადიპო

მწვრთნელი: დუენ კეისი

სტეფის გუნდის წევრები იყვნენ:

სასტარტო ხუთეული

სტეფ კარი, დემარ დეროზანი, იანის ანტეტოუკოუნმპო, ჯოილ ემბიდი, ჯეიმს ჰარდენი

სათადარიგოები
ჯიმი ბატლერი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, ელ ჰორფორდი,
დემიენ ლილარდი, კაილი ლაური, კარლ-ენტონი თაუნსი

მწვრთნელი: მარკ დ'ენტონი

შეხვედრის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც მატჩში ყველაზე მეტი, 29 ქულა მოიპოვა, რასაც 10 მოხსნა და 8 პასი მიამატა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ-ენტონი თაუნსმა, რომელმაც აქტივში 17 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.

ყველაზე მეტი, 11 პასი კაილი ლაურიმ მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული