კლეი ტომპსონი: ფანები ოჯახსა და ბავშვებს არ უნდა შეეხნენ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მცველმა კლეი ტომპსონმა გულშემატკივრების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"გულშემატკივრებს შეუძლიათ კალათბურთელზე იხუმრონ, მისი ხასიათი განიხილონ, მაგრამ ოჯახსა და ბავშვებს არ უნდა შეეხნენ. ეს უკვე მეტისმეტია", - თქვა ტომპსონმა.

ტომპსონმა ამასთან დაკავშირებით აზრი მას შემდეგ გამოთქვა, რაც რასელ უესტბრუკმა განაცხადა, რომ იუტაში გულშემატკივრები კალათბურთელების ოჯახსა და ბავშვებს განიხილავდნენ.

რასელ უესტბრუკი აღშფოთებულია

უესტბრუკმა "იუტასა" და "ოკლაჰომა თანდერის" პლეი-ოფის მე-6 სერიის მატჩის დროს მომხდარი კონფლიქტური სიტუაციების შემდეგ თქვა:

"მე გულშემატკივრებთან კონფლიქტში არ ვიყავი, პირიქით, ისინი შემოდიოდნენ ჩემთან კონფლიქტში. აქ, იუტაში, შეგიძლიათ ფანებისგან ბევრი უპატივცემულო და გარყვნილი სიტყვები
მიიღოთ. არანაირი პატივისცემა. ისინი განიხილავენ შენს ოჯახს, ბავშვებს. ეს სრული უპატივცემულობაა ოჯახის მიმართ.

ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. უკვე ყელში ამომივიდა, რომ გავდივარ პარკეტზე, ვთამაშობ, ხოლო შემდეგ ფანები რასაც უნდათ, იმას ამბობენ. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ქუჩაში რომ ვყოფილიყავი, ვერ მოვიდოდნენ ჩემთან და რამე გიჟურს ვერ მეტყოდნენ, რადგან ჩემთან ეს არ გაუვათ.

დროა, ეს სიტუაცია დავასრულოთ, როცა შეგიძლია თქვა ყველაფერი, რაც გინდა. განსაკუთრებით, აქ, იუტაში", - ციტირებს უესტბრუკს ESPN.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული