NBA. პლეი-ოფი: როცა მთელი გუნდი ფორმაშია - "ტორონტო" სერიაში დაწინაურდა! [VIDEO]

AutoSharing Option
8 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ტორონტომ" შინ "ფილადელფიას" 125:89 სძლია და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

სერიის მესამე შეხვედრაში მარცხის შემდეგ კაილ ლაურიმ თქვა, რომ გუნდი კავაი ლეონარდს არ ეხმარება და ამაში საკუთარი თავიც დაადანაშაულა.

თუ მეოთხე შეხვედრაში "რეპტორსს" ლეონარდმა მოაგებინა, ახლა მთელი გუნდი კარგად გაისარჯა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

  • პასკალ სიაკამი - 25 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი
  • კავაი ლეონარდი - 21 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი
  • კაილ ლაური - 19 ქულა, 6 მოხსნა და 5
    პასი
  • დენი გრინი -  17 ქულა და 5 მოხსნა
  • მარკ გასოლი - 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი
  • სერჟი იბაკა - 10 ქულა და 2 მოხსნა

ეს იმ კალათბურთელების ჩამონათვალია, რომლებმაც 10 და მეტი ქულა ჩააგდეს, ხოლო ასეთი მეტოქის ბანაკში სულ 4 იყო.

"ფილადელფიიდან" ყველაზე მეტი, 22 ქულა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო.

"ტორონტოს" გამთამაშებელი კაილ ლაური კი კანადური კლუბის ისტორიაში შევიდა - ის მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის მატჩებში 1000 ქულა დააგროვა. გასულ სეზონში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ეს მოახერხა, დემარ დეროზანი გახდა.

ტორონტო - ფილადელფია 129:85

"დენვერ ნაგეტსმა" შინ "პორტლენდს" 124:98 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

მასპინძლების სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა იკოჩიმმა ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო, რასაც 19 მოხსნა მიამატა. პოლ მილსაპმა 24 ქულას მოუყარა თავი.

სტუმრებიდან დემიენ ლილარდი 22 ქულით გამოირჩა.

დენვერი - პორტლენდი 124:98
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს იოკიჩი რა მაგარია, მაგრამ გოგას შეუძლია ახალი იოკიჩი გახდეს, ძალიან მინდა ეს მოხდეს, ძალიან!!!
1

სიახლეები პოპულარული