გორდონ ჰეივორდი: არ ვიცი სხვა ლიგა, სადაც გუნდები მნიშვნელოვან მოთამაშეებს ცვლიან

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდმა გორდონ ჰეივორდმა საჯაროდ ისაუბრა იმ სიტუაციაზე, რომელიც 2019 წლის NBA-ს სეზონის დასაწყისში ხდება.

"NBA საკმაოდ საინტერესო ლიგაა - ეს ის დრამაა, რომელიც ყოველ ზაფხულს ხდება. არ ვიცი სხვა ლიგა, სადაც გუნდები მნიშვნელოვან მოთამაშეებს ცვლიან. ირვინგს "ბრუკლინში" წარმატებებს ვუსურვებ.

გუნდში ახალ კალათბურთელებს მივესალმებით. მიხარია კემბას და ენესის გადმოსვლა, ასევე სხვა ბიჭების მოსვლაც", - თქვა ჰეივორდმა.

ჰეივორდი და ირვინგი "ბოსტონს" 2017 წელს შეუერთდნენ და გუნდს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ეხმარებოდნენ. ჰეივორდმა სადებიუტო მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო, ხოლო ირვინგმა ახლა თავისუფალი
აგენტის სტატუსით კლუბი დატოვა.

მომზადებულია nbcsports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული