NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ "პორტლენდ ბლეიზერსის" ლიდერმა დემიენ ლილარდმა საოცარი მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვება თითქმის მარტომ მოუტანა - 134:131.
"პორტლენდის" მცველმა მოედანზე 41 წუთი გაატარა და ამ დროში 61 ქულა ჩააგდო! ზუსტად იმდენი, რამდენიც ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა კრისტაპს პორზინგისმა (36 ქულა) და მსოფლიო კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა (25 ქულა).
გარდა 61 ქულისა, ლილარდმა 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ მოხსნა ბურთი. თანაგუნდელს მხარი NBA-ს ლეგენდა კარმელო ენტონიმ აუბა, რომელმაც მეტოქის კალათში 26 ქულა მოათავსა.
"დალასის" მხრიდან კი საუკეთესო მექულე პორზინგისი გახდა (36), ხოლო ლუკას 3-მაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა - 25 ქულა, 10 ასისტი და 8 მოხსნა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, "პორტლენდი" პლეი-ოფში გასვლის დიდი შანსი არ აქვს "დალასს" კი NBA-ს ბოლო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.
სხვა შეხვედრების შედეგები:
ფილადელფია - ფენიქსი 117:130
მემფისი - ბოსტონი 107:122
ვაშინგტონი - მილოუკი 113:126
საკრამენტო - ნიუ ორლეანი 112:106