დონჩიჩის სასწაული: ბოლო წამზე გუნდს მოაგებინა, ჯორდანის რეკორდი დაამხო და NBA-ს ისტორია შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა მცველმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ს პლეი-ოფის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ (135:133) საოცარი მატჩი ჩაატარა.

ლუკამ საკუთარ აქტივში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერთი მნიშვნელოვანი რამ მოახერხა, რამაც NBA-ს ისტორია შეცვალა: ბოლო წამზე, გაწითლებულ დროზე სამქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, ამით კი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო.

ლუკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვების ქულა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი
მარცხდებოდა.

ჯორდანმა "ჩიკაგო ბულზისთვის" გამარჯვების მომტანი ბურთი "კლივლენდ კავალიერსს" 1989 წელს ჩაუგდო. ის მომენტი კალათბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც "The Shot" და ჯორდანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდად ითვლება. მაშინ მაიკლი 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი ეს 21 წლის ასაკში მოახერხა.

ამას გარდა, ლუკამ NBA-ს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - პლეი-ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 40+ ქულასთან ერთად მოაგროვა.

ამ მოგებით კი  "დალასმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

სხვა შეხვედრები:

ტორონტო - ბრუკლინი 150:122 (4:0)

იუტა - დენვერი 129:127 (3:1)

ფილადელფია - ბოსტონი 106:110 (0:4)






მკითხველის კომენტარები / 17 /
Donchichi super varsklavia warmatebebi magas, me ufro bitadzes ambavi mainteresebs, patroni chirdeba am bichs torem, am gundshi magas kargi momavali ar uweria, mshoblebmac amoiqon xma
Nukri
24 აგვისტო 2020 15:56
0
სასწაული ბიჭია.აშკარად გამორჩეულია სხვებისგან,თან შავებისგან,რომლებიც ბურთით იძინებენ და ბურთით იღვიძებენ.ჯერ 21წლისაა წარმოგიდგენიათ.....
კახა ქ.
24 აგვისტო 2020 15:47
0
Luka "Magic" Doncic
Megreli
24 აგვისტო 2020 15:03
0
ამან ასე თუ გააგრძელა მემგონი ჯირდანი გადავა მეორეზე
Gio
24 აგვისტო 2020 14:57
2
ლუკა სუპერ ბიჭია, იმედია ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს ენბიეში, დონოვან მიტჩელზეც შეგეძლოთ დაგეწერათ საოცარად თამაშობს პლეი-ოფში!!!
Musenbezi
24 აგვისტო 2020 14:42
0
ამ ბიჭმა დაამსხვრია მითი, რომ კალათბურთში თეთრი ვერასოდეს აჯობებს შავს.D
hhh
24 აგვისტო 2020 13:47
0
ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ ერთი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია თუ საუკეთესო არა
ტოტტი
24 აგვისტო 2020 13:24
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული