NBA: სუპერფინალში ინტრიგა დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 ოქტომბრის გამთენიისას, NBA-ს სუპერფინალის მე-3 შეხვედრაში "მაიამი ჰიტმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაამარცხა და სერიას ინტრიგა შეუნარჩუნა.

ფლორიდელების რიგებიდან ჯიმი ბატლერმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი შემოგვთავაზა, მის ანგარიშზე 40 ქულა 11 მოხსნა და 13 გადაცემა იყო.

"ლეიკერსის" შემადგენლობაში ენტონი დევისმა მატჩი  აშკარად ჩააგდო და მხოლოდ 15 ქულას მოუყარა თავი. თავის მხრივ, ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 25 ქულა, 10 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ "მაიამი ჰიტს" ორი ლიდერი - დრაგიჩი და ადებაიო არც დღევანდელ მატჩში ჰყავდა და ეს გამარჯვება
ორმაგად დასაფასებელია.

ფლორიდელთა გამარჯვების მიუხედავად,  სერიაში წინ კალიფორნიელები არიან (2:1), თუმცა დუელს ინტრიგა დაუბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული