ჩარლზ ბარკლიმ კევინ დურანტს დასცინა. მისი თქმით: "სანამ კევინი "ბრუკლინში" ტიტულს არ მოიგებს, იქამდე უბრალოდ ავტობუსის მძღოლი იქნება".
შეგახსენებთ, კევინი 2016-19 წლებში "გოლდენ სტეიტ უორიორსის" შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 2-ჯერ გახდა ჩემპიონი.
2019-20 წლების სეზონში დურანტი კაირი ირვინგთან ერთად "ბრუკლინ ნეთსს" შეუერთდა, მაგრამ აქილევსის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში.