ზაზა ფაჩულია ტომპსონს რეაბილიტაციაში ეხმარება, "გოლდენ სტეიტს" ერთ-ერთი ლიდერი დიდებული ფორმით უბრუნდება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ერთ-ერთი ლიდერი, კლეი ტომპსონი აქილევსის მყესის ტრავმის გამო დიდი ხანია გუნდს ვეღარ ეხმარება.

გუშინ კლეიმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კალათბურთელმა აღნიშნა, რომ მისი ტრავმიდან რეაბილიტაციის საუკეთესო მომენტი ეს გახლდათ, როდესაც ის კალათში ბურთს ახტომს გარეშე აგდებდა.

ამ ვიდეოში ასევე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულაიც ჩანს, რომელიც თავის ყოფილ გუნდელსა და კარგ მეგობარს ტრავმის მოშუშების შემდეგ კვლავ გამანადგურებელ ფორმაში ჩადგომაში ეხმარება.

შეგახსენებთ, ზაზამ და კლეიმ ერთად ორი ბეჭდის მოგება მოახერხეს.

წყარო: კლეი ტომპსონის
ფეისბუქ გვერდი

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა გამოიცანი კლეის რამდენი ბეჭედი აქვს ბატონო გიორგი?
კახა
00:54 05-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული