44 ქულა და მხოლოდ 2 აცილებული ბურთი.. "ტორონტოში" ახალი ვარსკვლავი იბადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 აპრილს, "კლივლენდ კავალიერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 135:115 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან კოლინ სექსტონი გამოირჩა, რომელმაც თავი 29 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "ტორონტოს", შეუდარებელი შეხვედრა გამართა გარი ტრენტ ჯუნიორმა, რომელმაც გუნდს 44 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. გარიმ 19 ნასროლი ბურთიდან 17 ზუსტად მოათავსა და თამაშიდან 89.5%-იც დააფიქსირა.. 

ამრიგად, "კლივლენდი" 19 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "რეპტორსი" 21 გამარჯვებითა და 32 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

"კავალიერსი" მომდევნო შხევედრას 12 აპრილს, "ნიუ ორლეან პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს, "ტორონტო" იმავე 12-ში "ნიუ
იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.

altდაძაბულობა და 2 გაძევება.. ლიდერების გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "ბრუკლინი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული