11:00 15-04-2021
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]
AutoSharing Option
"ოქროსშტატელთა" რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც ამჯერად 3 მეოთხედში 41 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტეფმა მეტოქე სამქულიანის ნიშნულიდან 11-ჯერ დაამწუხრა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კი სტეფს თამაში აღარ გააგრძელებინა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყო კიდევ უფრო მაღალი შედეგიც დაეფიქსირებინა.
შესანიშნავად ითამაშა დრეიმონდ გრინმაც, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "ოკლაჰომას", გამოირჩა დარიუს ბაზლი, რომელმაც თავი 22 ქულით, 8 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "უორიორსი" 27 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "თანდერი" 20 გამარჯვებითა და 35 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.
"გოლდენ სტეიტი" მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ოკლაჰომა" 17 აპრილს "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არავითარი ლეიკერსი, გსვ-მ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს.
8
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული