მოსისხლე მტრების დაპირისპირება ბრაუნის ბენეფისით წარიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 16 აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 113:121 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან ჰორტონ ტაკერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "ბოსტონს", საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 9 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, 34 გამარჯვებითა და 22 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 30 მოგებითა და 26 წაგებით "ბოსტონი" აღმოსავლეთში იმავე მე-5 ადგილზე იმყოფება.

კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს,
"იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავენ. "სელტიკსი" იმავე რიცხვში "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება.

altკარის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა და გუნდის ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული