ნამდვილი კალათბურთი მოედანზე! დაძაბულობა, კამათი, აგრესია და რაც მთავარია, დიდებული დაცვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მეორე რაუნდის ორი შეხვედრა გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 86:83 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულით, 15 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

იანის ანტეტოკუნმპომ 33 ქულა, 14 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

აღსანიშნავია ბრუკ ლოპესის თამაშიც. "ირმების" ცენტრმა შეტევაში ბევრი ვერაფერი შექმნა, თუმცა დაცვით ჭრილში გუნდს შესანიშნავად დაეხმარა. ბრუკის ანგარიშზე 3 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 6 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება
"ბრუკლინს", კევინ დურანტმა 30 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

კაირი ირვინგმა აქტივში 22 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ბაქსმა" სერიაში ანგარიში 1:2 გახადა, წონასწორობის აღდგენას 13 ივნისს საკუთარ მოედანზე შეეცდება.



მეორე შეხვედრაში "იუტა ჯაზმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 117:111 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რუდი გობერის ანგარიშზე 13 ქულა, 20 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ. შეგახსენებთ, ფრანგი ცენტრი ლიგის საუკეთესო დამცველი მესამედ გახდა.

სეზონის საუკეთესო მეექვსე კაცმა ჯორდან კლარკსონმა 24 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "კლიპერსს", რეჯი ჯექსონის ანგარიშზე 29 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

პოლ ჯორჯმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "იუტა" სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო ორი შეხვედრა კალიფორნიაში, 13 და 15 ივნისს გაიმართება.


სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტი:


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული