დღეს, 19 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.
კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილმა "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "იუტა ჯაზსს" უმასპინძლა და 12 ქულიანი უპირატესობით 131:119 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან ტერენს მენი გამოირჩა, რომელმაც თავი 39 ქულით, 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. კალიფორნიელების მხსნელმა 10 ნასროლი სამქულიანიდან 7 ზუსტად მოათავსა, უშუალოდ თამაშიდან კი - 15/21.
კარგი შეხვედრა ჩაატარა პოლ ჯორჯმაც, რომელმაც 28 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "იუტას", დონოვან მიტჩელმა გუნდს 39 ქულა, 9 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ჯორდან კლარკსონმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "კლიპერსი" არსებობის ისტორიაში კონფერენციის ფინალს პირველად ითამაშებს, ასევე კალიფორნიელები ისტორიაში სხვა მხრივაც შევიდნენ, მათ შეძლეს და ზედიზედ ორი სერია 0:2 ჩამორჩენიდან მოიგეს.
საბოლოოდ, "კლიპერსი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, სეზონის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი და "დენვერ ნაგეტსი" სერიაში 4:0 გაანადგურა.